ხამენეი ისევ იმუქრება, მუქარას მუქარით პასუხობს ტრამპი - ვითარება ირანთან დაკავშირებით
ალი ხამენეი ისევ იმუქრება. ირანის სულიერი ლიდერის მთავარი ადრესატი შტატების პრეზიდენტია. როგორც ჩანს, აიათოლას რეჟიმი ამერიკისგან შეიარაღებულ თავდასხმას არ გამორიცხავს, ამიტომ დონალდ ტრამპს აფრთხილებს, რომ თუ ირანს თავს დაესხმება, ეს რეგიონული ომი იქნება.
მუქარას მუქარით პასუხობს დონალდ ტრამპი. მისი გადაწყვეტილებით, ირანის გარშემო სპარსეთის ყურეში სამხედრო გემების რიცხვი გაიზარდა. ტრამპს ირანთან მოლაპარაკებები უნდა, თუმცა, არც სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავს.
გამოცემა "აქსიოსი" თეთრის სახლის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შტატები ირანთან დიალოგისთვის ემზადება. მოლაპარაკებებში შუამავალი თურქეთი, კატარი და ეგვიპტეა, რომლებიც კვირის ბოლოს ანკარაში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფისა და ირანის დელეგაციას შორის პირისპირ შეხვედრის მოწყობას ცდილობენ. მიუხედავად მუქარის შემცველი განცხადებებისა, ირანი მზადაა შტატებს მოელაპარაკოს.