არც თქვენ ხართ ჩერჩილი - განათლების ექსპერტი კობახიძეს პასუხობს

02.02.26 22:15
არც თქვენ ხართ ჩერჩილი - განათლების ექსპერტი კობახიძეს პასუხობს

"დაგვცინიან" - Erasmus+  ეროვნული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი "ქართული ოცნების" განათლების რეფორმას აკრიტიკებს. 

ლიკა ღლონტი ირაკლი კობახიძეს "დამცინავი ტონით საუბარში" ადანაშაულებს და ეუბნება, რომ "არც თვითონაა ჩერჩილი". 

დამცინავი ტონით რომ გვესაუბრება პრემიერი, არც კემბრიჯი ხართ და არც ოქსფორდიო.  არც თვითონ არის ჩერჩილი და რატომ არ ვარ კემბრიჯი და ჰარვარდი?! გაიზარდა მათი მმართველობის პერიოდში განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება? 0,1 პროცენტია მთლიანი შიდა პროდუქტის მეცნიერების დაფინანსება, რა ჰარვარდის პრეტენზია უნდა გქონდეს! 0,23 პროცენტია მშპ-ს უმაღლესი განათლებისა. ამ პირობებში რომ ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, საერთაშორისო პროგრამები რომ გვაქვს, საერთაშორისო პუბლიკაციებს რომ ვაკეთებთ, მადლობა უნდა გვითხრან. ერთია რას აკეთებენ და მეორე - როგორ აკეთებენ. იმის გარდა, რომ სისულელეს-სისულელეს ამატებენ, ეს ყველაფერი აკადემიურიო პერსონალის დამცირების ფონზე აკეთებენ, დაგვცინიან"- თქვა ღლონდტა. 

თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი, სტუ - კემბრიჯი, ილიას უნივერსიტეტი - ოქსფორდი - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების წინააღმდეგ გამოთქმული მოსაზრებების და პროტესტის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.