[ოცნების გადაწყვეტილება] შეურაცხმყოფელია! მტერი არ გაგიკეთებს ამას - სტუ-ს პროფესორი
ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს ასწლოვანი ბრენდი არ უნდა გაქრეს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, მაია ბენიამ ამის შესახებ TV პირველის გადაცემა "პოლიტიკურ ამბებში" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით სტუ-ს იდენტობის საკითხი ძალიან მწვავედ დგას.
შეურაცხმყოფელია! ქალიან-კაციანად ყველა ვტიროდით, ეს იმდენად დაუმსახურებელი და წარმოუდგენელი [გადაწყვეტილება] იყო. მტერი არ გაგიკეთებს ამას. რას ნიშნავს ტექნიკური უნივერსიტეტი გქონდეს და გააუქმო, სახელი წაშალო და იყოს ერთი "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი". არსებულს კაცი როგორ მოშლის. ამ ტანამედროვე პოსტინდუსტრიალიზაციის, გაციფრულების ეპოქის გამოწვევებს, როგორ პასუხობს ორი უნივერისტეტის შერწყმა"- თქვა ბენიამ.
მისი თქმით, ორი უნივერიტეტის შერწყმა ქაოსს გამოიწვევს. "თსუ- არ უნდა მოტყუვდეს"- თქვა მან გადაცემაში სტუმრობისას.