ტრამპის თანახმად, ინდოეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

02.02.26 22:43
ტრამპის თანახმად, ინდოეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

დონალდ ტრამპი წერს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან გამართული საუბრის შედეგად აშშ-სა და ინდოეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება შედგა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, შეთანხმების ფარგლებში აშშ ინდოეთზე მოქმედ ტარიფს 25 პროცენტიდან 18 პროცენტამდე ამცირებს, ხოლო ინდოეთი აშშ-ის მიმართ ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების გაუქმებას გეგმავს.

 

„მან თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან, შესაძლოა, ვენესუელისგანაც. ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს, მაშინ როდესაც ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება!

ასევე, ისინი აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების ნულამდე შემცირების მიზნით ნაბიჯებს გადადგამენ. ინდოეთთან ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრი მოდი და მე ორი ადამიანი ვართ, რომლებიც საქმეებს აკეთებენ, რასაც უმეტესობის შესახებ ვერ ვიტყვით“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

 

 

მსგავსი სიახლეები