"გრანტების კანონს არ გადავხედავთ" - "ოცნება"
"გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები ერთ-ერთი პირველი საკითხი იქნება, რომელსაც "ქართული ოცნება", დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე განიხილავს.
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, გუშინ, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, მათ შორის "გრანტების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს.
ისეთმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა Amnesty international-ი, ივანიშვილის გუნდს მოუწოდეს კანონში დაიინიცირებული ცვლილებები უკან გაიწვიონ.
საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ "გრანტების შესახებ" კანონს გადახედონ.
არ ვაპირებთ გადავხედოთ. "გრანტების შესახებ" კანონის მირების აუცილებლობა გამომდინარეობს ქვეყნის სტაბილურობის და ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევიდან გამომდინარე. ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი დაფინანსება, თუ ემსახურება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს.
გრანტის აღების გარეშეც შეუძლია ადამიანს გამოხატოს საკუთარი აზრი. გამოხატონ გრანტის აღების გარეშე, თუ სჭირდებათ გრანტი იმისთვის, რომ უფრო კარგად გამოხატონ აზრი, მიმართონ შესაბამის უწყებას, მიიღებენ თანხმობას," - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
"ხალხი რას მოგვიწოდებს იმას რომ ვუსმინოთ კარგი იქნება" ეს განცხადება კი მარიამ ლაშხმა Amnesty international-ის საპასუხოდ გააკეთა.
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ "ქართულ ოცნებას" ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.