ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსი აღარ არის
ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსი აღარ არის - როგორც "პირველებმა" გაარკვია, კრიმპოლის უფროსმა სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი თავად დაწერა, რადგან ხობის პოლიციის უფროსად გადასვლა სურდა.
შსს-ში ამბობენ, რომ ფაცაცია გადავიდა ხობის პოლიციის სამმართველოს უფროსად.
ირაკლი ფაცაცია ზუგდიდის სამმართველოს უფროსის თანამდებობას 8 წლის განმავლობაში იკავებდა.