რა იცის ლევან მაჭავარიანმა "გრანტების შესახებ" კანონზე

03.02.26 13:22
რა იცის ლევან მაჭავარიანმა "გრანტების შესახებ" კანონზე

 

 

"ქართული ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანი "გრანტების შესახებ" კანონში დაიინიცირებულ ცვლილებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახის წევრისგან უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხით მაგალითად დროშის ყიდვა "არანაირ კავშირში არ არის აღნიშნულ კანონთან".

ლევან მაჭავარიანის განმარტებით, გრანტად ითვლება უცხო ქვეყნიდან დავუშვათ პოდკასტისთვის ჩარიცხული ფული, იმ შემთხვევაშიც, თუ ამ კონკრეტული პოდკასტისთვის თანხა ემიგრანტმა ოჯახის წევრმა ჩარიცხა და თუ ის [ემიგრანტი] ადასტურებს, რომ ფული პოდკასტისთვის იყო გამოყოფილი. 

თუ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვკითხულობთ ფულის გამოგზავნასთან დაკავშირებით, ემიგრანტები როდესაც რაღაცა თანხას უგზავნიან თავის ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დანიშნულება არის საყოფაცხოვრებო და ემიგრანტები ეხმარებიან ოჯახის წევრებს, შემდეგ ოჯახის წევრი გადაწყვეტს, რომ ამით პოლიტიკური საქმიანობა ჩაიდინოს, თუ დროშა შეიძინოს და აქციაზე გავიდეს, ეს რა თქმა უნდა არანაირ კავშირში არ არის ამ კანონთან. 

მოქალაქე, რომელიც აკეთებს რაღაცა ტიპის პოდკასტს და კონკრეტულად ამ პოდკასტის დასაფინანსებლად უცხოეთიდან ერიცხება ფული, ეს რა თქმა უნდა... კონკრეტულად ამ პოდკასტის დასაფინანსებლად, ოჯახის წევრიც აცხადებს, რომ კი ბატონო ვაფინანსებ ამ პოდკასტს და ეს ოჯახის წევრი არის უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქე, მაგ შემთხვევაში ეგ არის გრანტი გრანტი ჩვეულებრივად, რომელიც უნდა შეთანხმდეს მთავრობასთან," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 

დღეს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე "ქართული ოცნება" "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებს განიხილავს. 

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ "ქართულ ოცნებას" ცვლილებები შეაქვს გრანტების შესახებ კანონში. ივანიშვილის გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტით, გრანტების კანონის დარღვევა 6 წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.  

მსგავსი სიახლეები