ტროტუარზე დგომის გამო თორნიკე ჯანდიერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

03.02.26 13:19
ტროტუარზე დგომის გამო თორნიკე ჯანდიერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო თორნიკე ჯანდიერს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება დავით მაკარაძემ მიიღო.

შსს თორნიკე ჯანდიერს 17 დეკემბერს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.

გადაწყვეტილების მიღებამდე თორნიკე ჯანდიერმა სხდომაზე თქვა:

 „მე ვადასტურებ, რომ ტროტუარზე ვიდექი და იქ იმიტომ ვდგავარ, რომ ჩვენ ქვეყანა აღარ გვაქვს. ჩვენ გვაქვს რაღაც ნაცრისფერი ტერიტორია, სადაც იმდენი პოლიტპატიმარია, რომ ყველას სახელსა და გვარს ვეღარ ჩამოვთვლით. 

მაგიტომ ვიდექი და მაგიტომ ვაპროტესტებდი მშვიდობიანად.
რაც შეეხება შსს-ს ბრალდებას, რომ მე იქ შევუშალე ხელი, ეგ არ ყოფილა ჩემი განზრახვა და მათივე წარმოდგენილ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ დადის ხალხი თავისუფლად იმ სივრცეში“, - თქვა მან პროცესზე.

დღეს სასამართლომ ასევე ორი მოქალაქის „ტროტუარის საქმეზე“ გამოიტანა გადაწყვეტილება - სოფო ჩაჩანიძეს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, ხოლო ზურა მანჩხაშვილს - 5 დღე შეეფარდა.

წყარო: პუბლიკა