გახარიას გუნდმა "ოცნებას" კობახიძისთვის დახურული პოლიციელების აუზის სკანდალი შეახსენა

03.02.26 15:58
გახარიას გუნდმა "ოცნებას" კობახიძისთვის დახურული პოლიციელების აუზის სკანდალი შეახსენა

შალვა პაპუაშვილმა ტატა ხვედელიანს ტონი დაუწუნა და  გახარიას გუნდის წევრის "ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა. ყველაფერი პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ხვედელიანმა განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას მოსმენისას გახარიას მიერ გივი მიქანაძის თანადებობიდან გათავისუფლების ისტორია გაიხსენა.

მაშინ როდესაც გივი მიქანაძე იყო აკადემიის რექტორი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი. კარგად მახსოვს, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას, ბოლომდე მოიძიეთ. რეალურად, დიახ, გიორგი გახარიამ გაათავისუფლა გივი მიქანაძე იმის გამო, რომ მაშინ აკადემიის აუზზე შედიოდნენ ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები და მაშინ, როდესაც რიგითი პოლიციელები ვერ იყენებდნენ ამ სერვისს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ მიუთითა ტონზე ხვედელიასნ "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ქალბატონო თამარ, წეღან მგონი შენიშვნა მიიღეთ აი ამ შეუფერებელი ტონის გამო, რომელიც ცილისწამების ნაირსახეობას წარმოადგენს და მგონი, არ არის სწორი ის ტონი, რომელსაც თქვენ თუნდაც ბატონ გივი მიქანაძესთან დაკავშირებით იყენებთ. ერთელ გამხილეს ტყუილში,  ახლა ოჯახის წევრებზე დაიწყეთ საუბარი, არ გეკადრებათ", - უთხრა პაპუაშვილმა ხვედელიანს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას გუნდის ინფორმაციით, გივი მიქანაძე, რომელიც პოლიციის აკადემიის რექტორი იყო, პოლიციელებისთვის განკუთვნილ სივრცეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ელიტას უთმობდა.

ექსპრემიერის პარტიის ლიდერების მონაყოლის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის აუზის მომხმარებელთა სიაში იყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

თავად მიქანაძე გახარიას მონაყოლს მისი აკადემიიდან "გაგდებასთან" დაკავშირებით ჭორს უწოდებს.  მისი თქმით, აკადემიაში კობახიძე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა არა საცურაოდ, არამედ ლექცია წაიკითხა. 

ამ საკითხზე ჟურნალისტური გამოძიება მანამდე "შაბათის ეთერმა" მოამზადა.