"რთული და მაღალბიუჯეტიანი საკითხია" - მინისტრის მოადგილე სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს
"ოცნების" განათლების მინისტრის მოადგილე, ზვიად გაბისონია ამბობს, რომ სკოლებში უფასო კვება ძალიან რთული და მაღალბიუჯეტიანი საკითხია. გაბისონიას ამის შესახებ კითხვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გახარიას გუნდის წევრმა, სოფიო ხორგუანმა დაუსვა: - "მშიერი ბავშვი ვერაფერს მოისმენს. თქვენი პოზიცია როგორია სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით?"
ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციით, არის ძალიან მაღალბიუჯეტიანი და ძალიან რთული საკითხი. თქვენ იცით, რომ ამასთან დაკავშირებით, სამინისტროს რამდენჯერმე ჰქონდა წლების განმავლობაში ინიცირება. ძალიან რთული საკითხია არა მარტო ფინანსურ ნაწილში, არამედ იცით თქვენ სურსათის უვნებლობის საკითხში, ბავშვებს ეხებათ და ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად გათვალსიწინებული ბევრი პარამეტრი", - განაცხადა გაბისონიამ.