კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა

03.02.26 17:07
კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა

ირაკლი კობახიძე ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრ მასრურ ბარზანის შეხვდა - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრემიერის სამსახური ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პერსპექტივებს. აღინიშნა ამ კუთხით არსებული პოტენციალი და საინვესტიციო სფეროში კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული და ლოგისტიკური ჰაბის როლზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას"- წერს განცხადებაში.