ოკუპანტებმა გია ბარამიძე დაუსწრებლად გაასამართლეს

03.02.26 17:24
ოკუპანტებმა გია ბარამიძე დაუსწრებლად გაასამართლეს

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ საქართველოს ოპოზიციის ლიდერს, გიორგი ბარამიძეს, უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის დაუსწრებლად ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა განაცხადა.

ბარამიძეზე ოკუპანტ ქვეყანას  „საერთაშორისო ძებნა" ჰქონდა გამოცხადებული. 

ბარამიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი წევრია.

ბარამიძემ განაცხადა, რომ კიევში გატარებული დრო არასდროს დაუმალავს და ამით ამაყობს.

მსგავსი სიახლეები