82 მომხრე, 10 წინააღმდეგი - პარლამენტმა გრანტების კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა

03.02.26 17:29
82 მომხრე, 10 წინააღმდეგი - პარლამენტმა გრანტების კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამეტმა გრანტების კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა - კანონპროექტს მხარი  82 დეპუტატმა დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი იყო.

"ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონს ამკაცრებს - განცხადება 28 იანვარს, ირაკლი კირცხალიას ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

პარტია გრანტების კანონის დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს - რაც 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ოპოზიციის, მესამე სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან პროექტს "ხალხის გაჩუმების კანონის" სახელი დაერქვა.

მსგავსი სიახლეები