"ყველაფერი კარგად იქნება" - ფასების კომისიის ხელმძღვანელი გაძვირებულ პროდუქტზე
"არაფერი არ არის სანერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება" - ასე ეხმაურება ფასებზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი, შოთა ბერეკაშვილი გაზრდილს ფასებს.
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. კომისიის მუშაობის პერიოდი არის სამი თვე. ჩვენ გვინდა გვქონდეს სისტემური მიდგომა, კომპლექსური საკითხია, ეფექტურობა, კონკურენცია საშუალებას მოგვცემს, რომ ფასები შემცირდეს. ყველა ქვეყანაში პროცესი ასე მუშაობს და არაფერი არ არის სანერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება," - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები 10.6 პროცენტით გაიზარდა. ფასები მომატებულია (8.3 პროცენტით) ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც.