პარლამენტმა “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა
82 მომხრე, 9 წინააღმდეგი - პარლამენტმა “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
საკითხი განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
“ოცნების“ პარლამენტი “უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებებს, სავარაუდოდ, ხვალ საბოლოო მოსმენით უყრიან კენჭს და მიიღებენ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში, ერთ-ერთი მთავარი სიახლე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.