პროტესტი უნივერსიტეტების გაერთიანებას -თსუ-ს და სტუ-ს შერწყმის და რეორგანიზაციის თარიღი ცნობილია

03.02.26 20:45
პროტესტი უნივერსიტეტების გაერთიანებას -თსუ-ს და სტუ-ს შერწყმის და რეორგანიზაციის თარიღი ცნობილია

მაშინ, როცა ლექტორები და სტუდენტები განათლების უფლების ჩამორთმევაზე დარდობენ და მათი ბედი ბუნდოვანია, "ქართული ოცნება" უნივერსიტეტებს, რომელთა გაერთიანება უკვე გადაწყვეტილია, "ოკეანეში მოცურავე ლაინერებს" ადარებს. დღეს სწორედ ასეთი შეფასება მისცა დეპუტატმა ლადო კახაძემ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს და ირწმუნებოდა, რომ ამით "კატამარანი" იქმნება. 

უმაღლესი სასწავლებლების შერწყმის და რეორგანიზაციის თარიღი უკვე ცნობილია - სექტემბრისთვის, როცა ახალი სასწავლო წელი დაიწყება, უკვე გაერთიანებული იქნება ტექნიკური და ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტები. ეს გადაწყვეტილება ოცნების გუნდს უკვე მიღებული აქვს და პოლიტიკური ვერდიქტი არ შეიცვლება. ამაზე დღეს განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ "ტვ პირველთან" ისაუბრა. 

განათლების სამინიტრო ლექტორებს არწმუნებს, რომ სამსახურს არავინ დაკარგავს, პირიქით, შეიქმენა ახალი პოზიცია წამყვანი პროფესორების და ყველაზე მეტი წამყვანი პროფესორი სწორედ თსუ-ში იქნება - ჰპირდებიან მაღალ ანაზღაურებასაც.

სამინისტროს დაპირება დამამშვიდებელი არ არის თესეუს ლექტორებისთვის - იმ ფონზე, როცა ოცნება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ერთი გზავნილით შევიდნენ განათლების სამინისტროში - რომ უნივერსიტეტების გაერთიანება დამღუპველია.

ვინ წერს განათლების რეფორმას და ვინ ჰპირდება ლექტორებს დამოუკიდებლობას? - გახარიას გუნდმა პარლამენტში მისულ მინისტრის მოადგილეს შეახსენეს, როგორ დაკარგა გივი მიქანაძემ წინა სამსახური, როცა მან ირაკლი კობახიძისა და მისი  ახლობლებისთვის პოლიციელებისთვის განკუთვნილი აუზი დახურა.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.