ეუთოს მისიის მოლოდინში - რას აპირებს "ოცნება"
ეუთოს მისიის მოლოდინში - 6 დღიანი დუმილის შემდეგ ქართულმა ოცნებამ ეუთოს 24 სახელმწიფოსთვის პასუხი ირაკლი კირცხალიას გააცემინა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა საქართველოს მოკავშირეებზე თავდასხმით გახსნა. ივანიშვილის პარტია უკმყოფილოა, რომ ეუთომ საქართველოს შემთხვევაში სპეც მექანიზმი ამოქმედა და იწყებს საქმეების გამოძიებას. ამიტომ კირცხალიამ სპეც მისიის გამოგზავნის ერთ ერთი ინიციატორ ქვეყანას - შვედეთს შეუტია.
კირცხალიას არ დაუკონკრეტებია მზადაა თუ არა "ქართული ოცნება" ეუთოს ფაქტების დამდგენ მისიას მისცეს წვდომა საგამოძიებო მასალებზე - პროკურატურამ აჩვენოს, რა დაადგინა ერთი წლის წინ 400 ადამიანის წამების და მათზე თავდასხმის საქმეებზე, რატომ არ არის არც ერთი თავდასმხელი და ორგანიზატორი დასჯილი.
უკვე მეექვსე დღეა საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუთოს 24 სახელმწიფოს გადაწყვეტილებას დუმილით ხვდება. არადა ოცნების ხელისუფლებას ექსპერტთა ჯგუფში შეუძლია საკუთარი წარმომადგენელიც წარადგინოს, რომელიც სხვა სპეციალისტებთან ერთად დასკვნის მომზადებისას იმუშავებს. ქართული ოცნების უარი საერთაშორისო მისიისთვის წინაღობა მაინც არ იქნება. საგანგებოდ დაკომპლექტებული ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში მაინც ჩამოვა.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.