კობახიძე დუბაიში - რით იწონებს თავს "ოცნების" პრემიერი
რით იწონებს თავს ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფორუმზე - დუბაიში მყოფი "ოცნების" პრემიერი ცდილობდა საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქართველოს ევროკავშირთან გამორჩეული ურთიერთობები აქვს.
კობახიძემ საქართველოს მთავრ მიღწევად დუბაის ფორუმზე მისი ურთიერთობის ფორმები დაასახელა - ევროკავშირთან ჩინეთთან და თურქეთთან. ეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის შეფასებით, ბრიუსელთან "ოცნებამ" ყველა ხიდი დაწვა, კანდიდატის სტატუსი კი მხოლოდ ფურცელზე დაწერლი ფორმალობაა. ამის დასტურია კობახიძის საერთაშორისო ვიზიტებიც. უკვე მეორე წელია ოცნების პრემიერს ევროპაში არავინ ეპატიჟება. ბრუსელი და ევროკავშირის ქვეყნები კი აზიურმა ტურნეებმა ჩაანაცვლა.
რატომ აკეთებს აქცენტს კობახიძე ევროკავშირზე? თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, თუ შუა აზიის ქვეყნები დაინახავენ, რომ ხიდები ბრიუსელთან საბოლოოდ ჩაწყდა, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ დაიკარგება სტრატეგიული ინტერესი და საქართველოს როლი შუა დერეფანში მნშვნელობას დაკარგავს.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.