რა იციან "ოცნების" წევრებმა კანონზე, რომელსაც საზოგადოებამ "ხალხის დადუმების" პროექტი უწოდა
კანონზე, რომელმაც ქვეყანაში პოლიტიკური აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა შეზღუდოს, "ოცნების" დეპუტატებმა ბევრი არაფერი იციან. ამაზე "პირვეელების" კითხვები და მათი პასუხები მეტყველებს. ახალი რეგულაციით ხელისუფლება მოქალაქეების პოლიტიკური აქტივობები გააკონტროლებს. თუმცა დოკუმენტში კრიტერიუმები არ წერია.
კანონპროექტის ავტორმა დღეს ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მათი მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა - სამიზნეებს შორის არის ბიზნესიც.
პოლიტიკური აქტივობის გარდა კანონპროექრში ბუნდოვანია ჩანაწერი გრანტების შესახებაც. გაურკვეველი რჩება რას ჩათვლის "ოცნება" გრანტად და რა აზღვევს რისკს, რომ რეგულაცია არ შეეხება ემიგრანტების ჩარიცხულ თანხებსაც. ხელისუფლება ამბობს, რომ ემიგრანტებს კანონი არ შეეხებათ, რადგან კანონი განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ ჩარიცხულ თანხებს. მაგრამ ოცნების მიერ ამ დრომდე მიღებული ფარას კანონით ემიგრანტები უცხო ძალად არიან მიჩნეულები.
მთავარი კითხვა კი ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას ეხება. საერთაშორისო ორგანიზაცია "ამნესთი ინთერნეიშენალი" ამ კანონით გამოხატვის თავისუფლების დარღვევის რისკებს ხედავს და ოცნებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. ორგანიაცია წერს, რომ ეს ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოების ტოლფასია. კონსტიტუციის რომელი მუხლი აძლევს ოცნებას უფლებას ადამიანს ეს თავისუფლება შეუზღუდოს - არჩილ გორდულაძემ ამკითხვაზე პასუხად დამაჯერებლობისთვის კონსტიტუცია მოიშველია. მაგრამ ასეთი მუხლი ქვეყნის მთავარ კანონში არ არსებობს.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.