სასახლის ღობის საქმეზე ჩვენების მისაცემად გდდ-ს თანამშრომელი მიიყვანეს
სასახლის ღობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება გდდ-ს თანამშრომელმა, იოსებ როსტიაშვილმა მისცა, რომელსაც დაზარალებულის სტატუსი აქვს.
მოწმის სახით მიყვანილი სპეცრაზმელი ირწმუნებოდა, რომ აქციის მონაწილეები მას შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ჰკითა, თუ რაში გამოიხატებოდა შეურაცხმყოფა, რაზეც მოწმემ მიუთითა, რომ აქციის მონაწილეები მათ მხარს გადასხვალს სთხოვდნენ:
იოსებ როსტიაშვილს კითხვები დაუსვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამაც:
სპეცრაზმელი: (აქციის მონაწილეები) გვეუბნებიდნენ, გადმოდით ჩვენ მხარესო. რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა და შენ ქვეყანას რომ ანგრევენ და გეუბნებიან ჩვენკენ გადმოდიო, ესაა შეურაცხყოფაა...
ბექა ბასილაია: არ ვიცი იღებდით თუ არა ხალხის დასახიჩრებაში, წამებაში მონაწილელნას, ამბობთ შეურაცყოფააა, რასაც ხალხი გვეუბმენოდაო?
მოსამართლე: მოხსნილიაა ეს კითხვა.
ბასილაია: ცოტახნის წინ გინტური მოკლეს, ოთხოზორიაა სეპარატისტებმა მოკლეს. ამ 5 წლის მანძილზე რა გააკეთეთ ნამდბვილი მტრების წიანაღმდეგ?
სპეცრაზმელი: მორალს ნუ გვიკითხავთ აქ...
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
- პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
- ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება