დავით გურგენიძე კობახიძეს მიმართავს, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან
განათლების სამინისტროში "ქართული ოცნების" მინიტრ გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძესა და გივი მიქანაძის მიმართ მათი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან.
დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ შეთავაზებული კოლეგიალური ჯგუფი იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს. ხოლო ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება.
ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. დღეს ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო, ემოციებიც არის. მინისტრმა გააჟღერა ის გადაწყვეტილებები, რომელიც ტელევიზიითაც გააჟღერა. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ის უთხრა, რა გადაწყვეტილებაც გუშინ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა, სამეთვალყურეო, ფაკულტეტების და ინსტიტუტ-სამეცნიერო საბჭოებმა გააჟღერეს. იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში გაგრძელდება დიალოგი. ბატონი გივისადმი და პრემიერ-მინისტრისადმი ჩვენი თხოვნაა, შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი ორივე უნივერსიტეტიდან, რომელიც იმსჯელებს თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, სად მივალთ და რას მოგვიტანს. ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მიიღოს გადაწყვეტილება. [როდის შეიქმნება] ამას მინისტრი უახლოეს დღეებში მოგვახსენებს.
ჩვენ ჩვენი წინადადებები კონსტრუქციულად წავუყენეთ, ვთხოვეთ, ვუთხარით სად რა პრობლემებია, მათ ეს გაითვალისწინეს. ბატონი მინისტრი ალბათ თავის კომენტარს გააკეთებს და შემდგომში უკვე ისაუბრებს, გაიაზრებენ და შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება.
კომისიაში არ იყო ინჟინერი, რამაც ბევრი პრობლემა გამოიწვია, რაზეც მინისტრი დაგვეთანხმა. საინჟინრო დარგი სულ სხვა დარგია, ამიტომ ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ამისთვის განვიხილეთ ცნობილი პრაქტიკოსები. მინისტრი ამას განიხილავს და გვექნება უკვე საუბარი," - განაცხადა გურგენიძემ.