კობახიძეს სურს, პარლამენტმა არაღიარების კრიმინალიზების კანონი "რაც შეიძლება მალე მიიღოს"

07.02.26 12:50
კობახიძეს სურს, პარლამენტმა არაღიარების კრიმინალიზების კანონი "რაც შეიძლება მალე მიიღოს"

 

 

ირაკლი კობახიძეს სურს , პარლამენტმა ხელისუფლების არაღიარების კრიმინალიზების კანონი რაც შეიძლება მალე მიიღოს. დღეს "ოცნების" პრემიერმა თქვა, რომ ეს მისი სურვილია, დანარჩენი კი პარლამენტის გადასაწყვეტია. 

მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი - თქვა კობახიძემ. 

  • ამ ინიციატივის შესახებ თავდაპირველად პარლამენტში კითხვა "ოცნების" დეპუტატმა დასვა, რაზე საპასუხოდაც, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ თუ პარლამენტი ამას დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ მოწოდება მათ შორის სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს.

„რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები