"არც აქამდე ვიკლავდი თავს [ევროპაში სიარულით] და არც ახლა" - პაატა კვიჟინაძე
"არც აქამდე ვიკლავდი თავს [ევროპაში სიარულით] და არც ახლა" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.
- ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის ვიზების გაუქმების შეჩერებას მხარი დაუჭირა.
"ოცნების" წევრის თქმით, ვისაც სურვილი ექნება ევროპაში წასვლის ვიზას აიღებს - "რა პრობლემაა".
მე არ ვაპირებ საერთოდ ევროპაში წასვლას. არც აქამდე ვიკლავდი თავს და არც ახლა. ვინც აპირებს აიღებს ვიზას და წავა რა, რა პრობლემაა. დადგება რა, აქამდე არ ვიდექით? სანამ უვიზო რეჟიმი, სხვათა შორის, უვიზო რეჟიმი ჩვენ შემოვიღეთ, იქნება იქნება რა პრობლემაა," - ამბობს პაატა კვიჟინაძე.