"ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი"- ელენე ხოშტარია
პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, პოლიტიკურ პროცესებს რუსთავლის ქალტა ციხიდან ეხმაურება - ტყვეობაში მყოფი ქალი პოლიტიკოსი წერს, რომ "რუსული რეჟიმი დასავლეთს ღიად ასამართლებს".
მისი თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას აზრი არ აქვს.
ხოშტარია საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით მის მიერ შემუშავებული დოკუმენტზეც საუბრობს და წერს, რომ ბედნიერი იქნება "თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი":
მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ პოლიტიკურ პროცესს.
ამ ე.წ. „საბოტაჟის“ საქმეში მთავარი ის კი არ არის, ვის როდის გამოუშვებენ, შეაბრუნებენ, დაიბარებენ, მთავარია, რომ ეს არის რუსული რეჟიმის მიერ დასავლეთის გასამართლება, საქყვეყნოდ და ღიად. დასავლეთის მტრად გამოცხადება და საქართველოში მისი ვითომ დამარცხება ოპოზიციის სახით.
აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს ამ საქმეში რაიმე ინდივიდუალური სამართლებრივი განზომილებების ძებნას. პროდასავლურმა ოპოზიციამ ერთიანად უნდა ანახოს, რომ ეს პროცესი დამთავრდება კრახით, რადგან ე.წ. გასამართლებით ვერ დაამარცხებენ ვერც ოპოზიციას და ვერც დასავლეთის იდეას.
ქართული ოპოზიცია იქნება რეალური მტრისგან, რუსეთისგან, დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღუდე. ეს პასუხისმგებლობაა ახლა ჩვენზე.
აქვე მინდა, გამოვაქყვეყნო წლების წინ საერთაშორისო პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ჩემ მიერ შემუშავებული დოკუმენტის თავფურცელი, რომელსაც ამაყად, აქტიურად, საჯაროდ და დასაბუთებულად ვუზიარებდი ჩვენი სახელმწიფოს ყველა მეგობარს, რადგან ამაზე გადის ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მტრისგან დაცვა. მხოლოდ ბედნიერი ვიქნები თუ ივანიშვილის დასანქცირებაში 1% მაინც არის ჩემი წვლილი. ასევე ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ყულევის ტერმინალზე დასავლეთიც საუბრობს. შეუძლებელია, არ გავუწიოთ ყველანაირი წინააღმდეგობა ტერორიზმს, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის და მათ დამხმარე ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს. დღეს სწორედ ამაზე გადის სახელმწიფოს დაცვა და მორალური გადარჩენაც. სირცხვილით რომ არ იწვოდნენ ჩვენი მომავალი თაობები, როცა კითხავენ: და თქვენ რას აკეთებდით, როცა ბუჩა ხდებოდა?
ციხიდან და გარედან, ერთიანად უნდა შევუტიოთ რეჟიმს სიტყვით და საქმით, მათ შორის, ამ პოლიტიკურ პროცესზე!
ბოლომდე!
პ.ს. პროცესებზე ჩემთვის დანიშნული სახაზინო ადვოკატის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა ჩემთან კავშირში არ არის და არ იქნება"- წერს ელენე ხოშტარია.