"ოცნება" აშშ-ის ჰელსინკის კომისიას "ფეიკ ნიუსების" განმხილველ ორგანოდ მოიხსენიებს
"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, მათ აშშ-ის ჰელსინკის კომისიისგან არანაირი მოლოდინი არ აქვთ.
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჰელსინკის კომისიას "აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს ქართველი ხალხის წინააღმდეგ".
რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ჰელსინკის კომისიის მუშაობის სტილს ვხედავთ, ვხედავთ ჩვენ, რომ აქვთ აბსოლუტურად ცხადი პოლიტიკური დღის წესრიგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ამ დღის წესრიგს მიყვება რამდენიმე ლიდერი ამ კომისიის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, რომ ჰელსინკის კომისია "ფეიკ ნიუსების" განმხილველი ორგანოა.
დღეში სამჯერ შეიკრიბონ და განიხილონ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ორგანო არის "ფეიკ ნიუსების" განმხილველი ორგანო, გააგრძელონ ასე. ამიტომ, არც მათი შეკრება გამოიწვევს ჩვენ გლოვას და არც შეკრების გადადება გამოიწვევს ჩვენ დიდ სიხარულს. ეჭვი მეპარება, რომ ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია "ფეიკ ნიუსებზე" დაყრდნობით რამე ნაბიჯს გადადგამს," - ამბობს თენგიზ შარმანაშვილი.
- "ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა" - დღეს აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.
- სხდომა ვაშინგტონში საქართველოს დროით ღამის 11 საათზეა დაანონსებული.