"ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვები დამტკიცდა

11.02.26 20:17
"ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვები დამტკიცდა

25 ხმა ორის წინააღმდეგ - ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა ბრიუსელში. ევროკავშირმა "ოცნების" ჩინოვნიკების წინააღმდეგ მასშტაბურ სამოგზაურო სანქცირებას მწვანე შუქი აუნთოო. "ქართული ოცნების" ყველა ლიდერმა ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური პასპორტით მინიჭებული პრივილეგიები დაკარგა. ანუ ვერც ერთი დიპლომატიური ან სამსახურეობრივი პასპორტი მქონე ჩინოვნიკი ევროკავშირის ვერც ერთ ქვეყანაში უვიზოდ ვეღარ შევა.  

ოპოზიციის შეფასებით, "ოცნების" წინააღმდეგ დიპლომატიური პასპორტებით  გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ დასაწყისია. შემდეგი და უფრო მძიმე ეტაპი უკვე ინდივიდუალური  პირებისთვის სანქციების დაწესება იქნება. 

თბილისში ამბობენ, რომ ქართული ოცნება სანქციების მსუსხავ ეფექტს ძალიან მალე იგრძნობს, როცა ევროკავშირში გადაადგილება მათ ოჯახის წევრებსა და შვილებს შეეზღუდებათ. ევროკომისიამ მკაფიოდ თქვა, რომ დასანქცირდება ყველა, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს. 

"ოცნების" წინააღმდეგ შეზღუდვები დამტკიცდა - ინა ცარციძე დეტალებით