ბაზარი 4 ლარიანი ჩინური ქათმით გადაივსო - როგორ ებრძვიან ქართველი მწარმოებლები გაკოტრებას

11.02.26 20:28
ბაზარი 4 ლარიანი ჩინური ქათმით გადაივსო - როგორ ებრძვიან ქართველი მწარმოებლები გაკოტრებას

პარლამენტში მისულმა ქართველმა მწარმოებლებმა ფასების კომისიაზე პირდაპირ თქვეს, რომ სახელმწიფო გადასახადები მათთვის მძიმე წნეხია, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტები დღგ-სგან უნდა გათავისუფლდეს. 

კვერცხის მწარმოებელს პრობლემაზე საუბარი არ აცადეს  - სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს და მოუწოდეს ესაუბრა არა დღგ-ზე, არამედ მაღაზიების მხრიდან დაწესებულ გადასახადზე.

რატომ გაძვირდა იანვარში კვერცხი და რატომ გაიაფდა რამდენიმე კვირაში? - ბიზნესი დღეს ამტკიცებდა, რომ ფასების ცვლილების უკან არანაირი კარტერული გარიგება არ დგას , კვერცხის მწარმოებლები ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ.   

სახელმწიფო გადასახადების გარდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დიდი წნეხია მაღაზიების მხრიდან დაკისრებული გადასახადი - ეწ ქეშბექი, რომელის პროდუქტის საბოლოო ფასის მინიმუმ 36 პროცენტს შეადგენს. მაგალითად, თუ დიასახლისი ძეხვს 10 ლარად ყიდულობს მაღაზიაში, უნდა იცოდეს, რომ ამ პროდუქტის თვითღირებულება 4 ლარი და 50 თეთრია, ხოლო 3 ლარი და 60 თეთრი რჩება მაღაზიებს.

თუ ქართული წარმოება ძვირია, მაშინ ბაზარს ადგილობრივის ნაცვლად იმპორტირებული იკავებს - ასე მოხდა ქათმის ფილეს შემთხვევაშიც - როცა ჩინეთიდან ქათმის მკერდი 4 ლარად შემოვიდა, ამ შემთხვევამ ქართველი მწარმოებლები იძულებული გახადა ექსპორტზე ემუშავა. არადა ჩინური წარმობის იაფიანი ქათმის ხორცი ბევრ ქვეყანაში აკრძალუილია.  

ფასების კომისიის სხდომა პარლამენტში - ნინო ღვედაშვილი დეტალებით