ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისია საქართველოზე მუშაობას დღეს იწყებს

11.02.26 19:02
ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისია საქართველოზე მუშაობას დღეს იწყებს

ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისია საქართველოზე მუშაობას დღეს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო/ოდირი ავრცელებს

საქართველოზე ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისია დღეს იწყებს მუშაობას," - ნათქვამია განცხადებაში. 

ეუთოს 23-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე "მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა.

  • ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, - კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.

განცხადებაში, რომელსაც  ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ "ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას".

23 სახელმწიფო მიუთითებს, რომ "როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები". 

  • ეუთოს "მოსკოვის მექანიზმი" 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ "სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ" ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
  • 1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა - რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
  • ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.