სასამართლო პროცესი ცარიელ დარბაზში - მოსამართლეს რეპრესიებში ადანაშაულებენ
ძირს რუსული რეჟიმი - ამ შეძახილებით ფონზე დატოვეს მოსამართლე მახარობლიძე ცარიელ დარბაზში მარტო. ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში მსაჯულის გადაწყვეტილებას მოყვა. მოსამართლემ სასახლის ღობის საქმის სხდოდომიდან ადვოკატები დიტო საძაგლიშვილი და შოთა კახიძე გააძევა. გაძევებამდე კი არ აძლევდა ადვოკატებს შესაძლებლობას დაცვის უფლების გამოყენების და მოწმეების დაკითხვის.
უფლებადამცველების თქმით, მოსამართლე ყველა კითხვას, რომლიც პროკურატურას არ მოსწონდა, ხსნიდა. არადა ადვოკატებმა ექსპერტი რომელიც მოწმის სტატუსით ჰყავდათ სასამართლოში გამოძახებული, რამდენიმე ტყუილში ამხილეს, ბოლოს კი საქმე იქამდე მივიდა რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ექსპერტის კომპეტენცია დადგა. სასამართლოს ექსპერტმა ვერ უთხრა რა მეთოლოგიით ჩაატარა კვლევა.
ამ უხერხულობის გადასაფარად პრაქტიკულად კახა კვაჭანტირაძეს და დავით გიუნაშვილს მოსამართლემ დაცვის უფლება წაართვა. ადვოკატები დარბაზიდან გაუშვა, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს დაკავებულებმაც.
ყველაფერი ბრალდებულების დარბაზიდან წასვლით არ დასრულებულა. სხდომა დატოვეს სხვა ადვოკატებმა. მათი შეფასებით, თუ მსგავსი პრეცედენტი იქნა დაშვებული, ეს ნიშნავს რომ ეს პრაქტიკა გავრცელდება მომავალშიც, მათ შორის სხვა შეკითხვებზეც.