ოპოზიციის დევნის საქმე - შურისძიება სანქციების გამო?!

11.02.26 20:43
ოპოზიციის დევნის საქმე - შურისძიება  სანქციების გამო?!

შალვა პაპუაშვილი აღიარებს, რომ 8 ოპოზიციონერი ლიდერის ციხეში ყოფნა ოცნების პოლიტიკური ინტერესია. მიზეზი, რის გამოც ივანიშვილის პარტიამ ოპოზიციის დასჯა გადაწყვიტა, ოპოზიციის შეფასებით, სანქციებია - შეზღუდვები, რომელიც ივანიშვილს  და კიდევ 200-ზე მეტ მაღალჩინოსანს დაუწესდათ. 

ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთია, რომელსაც პროკურატურა პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობას და მათთვის ქართული ოცნების პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. მუხლი 15 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეს სამართლებრივ პროცესთან საერთო რომ არ აქვს, ამას ოპოზიციისთვის ბევრი რამ ადასტურებს. ერთის მხრივ მტკიცებულებების არ არსებობა, მეორეს მხრივ კი შინაარსი - ოპოზიციას ასამართლებენ მათი პოლიტიკური განცხადებების გამო და დასანქცირებაზე პასუხისმგებლებს მათ შორის ეძებენ.

ქართული ოცნება თავს სახელმწიფოსთან აიგივებს. პარტიის ლიდერის დასანქცირება მათთვის ქვეყნის დასანქცირების ტოლფასია. არადა ამ თემაზე დასმულ კითხვებზე  ორი წელია მათი საჯარო პასუხი არ იცვლება - რომ სანქციები არ მუშაობს და მას არც პოლიტიკაზე გავლენა ექნება. ოპოზიციის დევნის საქმე კი ყველაფერ საწინააღმდეგოზე მეტყველებს. საკუთარი თავის ქვეყანასთან გაიგივების ლოგიკით დღეს შალვა პაპუაშვილმა მთელი ოპოზიცია ღალატში დაადანაშაულა.

ოპოზიციის დევნის საქმე - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები