რა მისიით ჩავიდა მდინარაძე აშშ-ში?

11.02.26 21:10
რა მისიით ჩავიდა მდინარაძე აშშ-ში?

ინფორმაცია, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სუს-მა მცირე განცხადებით დაადასტურა. ვის შეხვდა მდინარაძე შტატებში და იყო თუ არა ვიზიტის მთავარი თემა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნის საკითხი "ქართული ოცნება"მალავს. შეხვედრის შემდეგ არ გამოქვეყნებულა არც ერთი ფოტო და ვიდეო მასალა, ეს მაშინ, როდესაც მსგავსი შეხვედრების წარმატებულად წარმოჩენისთვის "ქართული ოცნება" ფოტო და ვიდეომასალებით ხშირად დემონსტრირებს.

ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა. ოპოზიციის შეფასებით, ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს, შტატებს დაუმტკიცოს, რომ ეს სანქციები უსამართლოა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის ივანიშვილს სანქციები უნდა მოეხსნას. 

სუს-ის უფროსის შტატებში ვიზიტზე ინფორმაცია პირველად გიორგი გახარიას პარტიამ გამოაქვეყნა. ოპოზიციაში  დარწმუნებული არიან, რომ მდინარაძე შტატებში ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პირადი პრობლემების და სანქციების მოხსნის მიზნით გააგზავნა. 

რა შედეგს მოუტანს ივანიშვილს შტატებში მდინარაძის გაგზავნა. რომელიც სუს- ის წინამორბედი  ხელმძღვანელებისგან განსხვავებით ანტიამერიკულ გზავნილებს, არც  ახალ თანამდებობამდე, და არც მანამდე მორიდებია. მეტიც სუს- ის უფროსის პოსტზე დანიშვნიდან მალევე პირველი იერიში სწორედ ამერიკაზე მიიტანა და ქვეყანაში რევოლუციის დაფინანსებაში დაადანაშაულა. 

მდინარაძის მისია აშშ-ში - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები