"ივანიშვილს მუხრუჭები გაფუჭებული აქვს" - ირაკლი კუპრაძე

11.02.26 21:21
"ივანიშვილს მუხრუჭები გაფუჭებული აქვს" - ირაკლი კუპრაძე

"ივანიშვილს მუხრუჭები გაფუჭებული აქვს" - ამის შესახებ "ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების "დროებით განეიტრალებას" მათი ციხეში ჩასმით ახერხებს. 

ჩვენთვის ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს სჭირდება ყველა პოლიტიკური ლიდერი ციხეში. ციხე არის ის ადგილი, სადაც ის ახერხებს პოლიტიკური ლიდერების დროებით განეიტრალებას, სადაც მათ ფიზიკურად აღარ ეძლევათ შესაძლებლობა მოქალაქეებთან შეხვედრის, საგარეო ვიზიტების და ა.შ..

ივანიშვილს, რომ მუხრუჭები გაფუჭებული აქვს, ეს უკვე დაამტკიცა მათ შორის მელიას წინააღმდეგ წარდგენილმა უკვე მერამდენე ბრალმა და თავის მხრივ ცხადია, რომ ეს საქმეც, რომელიც გამოგონილი საქმეა სინამდვილეში, 20 ტომი, რომელსაც ვხედავთ და ასობით მოწმე, რომლის დაკითხვასაც ივანიშვილის პროკურატურა აპირებს,  თავის მხრივ ამ მოწმეებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც საქმესთან და 20, სადაც არანაირი ბრალი არ არის წარდგენილი, არცერთი მტკიცებულება არ არის წარდგენილი. მაგალითად, ბადრი ჯაფარიძეზე ერთ-ერთ მონაკვეთში წერია, რომ სახის მიმიკით ანიშნა ვიღაცას რაღაც. სიგიჟეებია წარმოდგენილი მთელს ამ 20-ტომეულში...

ნიშნავს იმას, რომ ლიდერები ციხეში აღმოჩნდებიან, იმისთვის იგონებს მსგავს ისტორიებს ბიძინა ივანიშვილი, რომ შემდეგ ამ გამოგონილი ბრალით ისინი გაუშვას საპატიმროში. სხვა რეალური საფუძვლები არ არსებობს, რომ პოლიტიკური ლიდერები დააკავო, ესე აიღო და ჩასვა ციხეში გრძელვადიანად," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. 

ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თემურ ლენგს გავ, რომელმაც "ააოხრა საქართველო" - "მუდმივად ტყვეების ყიდვა არის მისთვის ჩვეული საქმე". 

ივანიშვილი გავს თემურ ლენგს, რომელმაც ააოხრა საქართველო და მუდმივად ტყვეების ყიდვა არის მისთვის ჩვეული საქმე. ჯერ უნდა აიყვანოს ტყვედ პოლიტიკოსები, მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებზეც რეაგირება აქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და შემდეგ შედის ვაჭრობაში. თუ მას თავის დროზე, პირველი წლების განმავლობაში აჰყავდა პოლიტიკოსები მძევლებად და პოლიტიკოსებით ვაჭრობდა, ბოლო პერიოდში ეს ბევრად უფრო დამძიმებულია, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მართლა საქართველო, როგორც სახელმწიფო აიყვანა მძევლად," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.