"ოცნება" არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნება, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს" - ოლესია ვართანიანი

12.02.26 00:17
"ოცნება" არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნება, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავს" - ოლესია ვართანიანი

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარის, ოლესია ვართანიანის განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ". 

ამის შესახებ ოლესია ვართანიანმა აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე განაცხადა.

  • აშშ-ის ჰელსინკის კომისიაში საქართველოზე ბრიფინგი ამ დროისთვის მიმდინარეობს, სახელწოდებით - "ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა".

"ქართული ოცნების" წევრებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი არასტაბილურობის წინაშე იქამდე იქნებიან, ვიდრე სამართლიანი პოლიტიკური პროცესისთვის მზადყოფნას არ გამოხატავენ...
საქართველო პატარა ქვეყანაა, ძალიან აქტიური საზოგადოებით, რომელმაც მრავალი მძიმე პერიოდი გადაიტანა, მათ შორის, სამოქალაქო ომი, რუსეთის შეჭრა, რევოლუცია და სხვა. როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პერიოდები, ქართული საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი გამოდიოდა მათგან, რათა თავისი დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაეძლიერებინა...
ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად დიალოგი გახდა აუცილებელი. ეს ხდებოდა რიგგარეშე არჩევნების ან ქვეყნის შიგნით მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების შედეგად, ასევე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც უცხოური შუამავლების ჩარევა გახდა საჭირო, როგორც ეს წინა საარჩევნო კრიზისის დროს მოხდა და ევროკავშირის ჩართვა ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილება მნიშვნელოვან გაკვეთილებს გვაძლევს, ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ არცერთი ეს პროცესი არ იქნება წარმატებული, თუ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლებაზე თანაბრად წვდომის ნამდვილი პერსპექტივა არ ექნება. პოლიტიკოსებმა შეიძლება უსასრულოდ იმსჯელონ საარჩევნო რეფორმებზე, მაგრამ ამას აზრი არ ექნება, თუ მმართველი ხელისუფლება ძალაუფლების გაზიარების სურვილს არ გამოიჩენს, ან არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გადადგომის მზადყოფნას. პოლიტიკურ პროცესში ჩართვას აზრი არ ექნება, თუ ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის რეალური გზა არ იარსებებს," - განაცხადა ოლესია ვართანიანმა. [შიფრი: Ipn.ge]