ირანელი აქტივისტი: "პარაგრაფში" თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთეს

12.02.26 10:54
ირანელი აქტივისტი:  "პარაგრაფში" თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთეს

ახალგაზრდა ქალი სასტუმრო "პარაგრაფის"უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს.  მერიემ შერიფი სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მას სასტუმროში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.  

შერიფი ამბობს, რომ   ირანის საელჩოს საზეიმო ვახშამზე უნდოდა დასწრება, ეს იყო ღონისძიება, რომელიც  მათი რევოლუციის წლისთავისადმი იყო მიძღვნილი, იქ იმყოფებოდნენ მედიის წარმომადგენლებიც, თუმცა ქალი წერს, რომ როგორც კი ტელეფონი ჩართო, მასთან დაცვა მივიდა და ახსნა განმარტების გარეშე დააკავეს.