ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ - გვარამიას პირველი პოლიტიკური გზავნილი

12.02.26 11:32
ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ, ერთად უნდა ვამარცხებდეთ - გვარამიას პირველი პოლიტიკური გზავნილი

"მე ვიცი ერთი რამ, ერტად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ შედეგი"- ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა. 

მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, "მოქმედების პლატფორმა როგორია". 

არ ყბადაღებულ სიტყვას - "ერთობას" არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან ვინ რას მოიაზრებს. ყველა სხვადასხვა რამეს - ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, საპაპარაკო  პლატფორმას თუ რას მაგრამ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამარცხება მხოლოდ ერთიანობით არის შესაძლებელი: 

ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. ამაში არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებში წარვდგეთ ერთ-ერთ სუბიექტად. როგორც მოქმედებენ პარტიები ოპოზიცია, გაერთიანებული ოპოზიცია, ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს, როგორც მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას, ასე უნდა ვიმოქმედოთ. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს არის მთავარი" -  თქვა ნიკა გვარამიამ. 

 მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიღებული არ არის "თავისნაირებში" ანუ, "ავტორიტარებში":

რომ გვესმოდეს, ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად ყველა ავტორიტარს იმაზე მეტად, თუ რას ფიქრობს მასზე ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო, აღელვებს რას ფიქრობს მასზე სხვა ავტორიტარი, ზოგადად, ავტორიტარული კორპორაცია ასე ვთქვათ, როგორც ეძახიან. არც ერთი სხვა ავტორიტარი არ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილზე კარგად, იმიტომ, რომ სანამ არსებობს პროტესტი ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ქვეყანას ვერ აკონტროლებს და ის ავტორიტარი, რომელიც ქვეყანას ვერ აკონტროლებს, მიღებული არ არის თავისნაირებშიც კი" - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ, გვარამიამ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის კრიტიკა და ფოკუსი გაასწორონ: "ისაუბრეთ საკუთარ მოსაზრებებზე, იმაზე ტავად რას აკეთებთ". 

არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს. გულწრფელად გეტყვით, რომ ცოტა არ ვიცი რას ემსახურება პოლიტიკოსების გინება ყოველდღიურად.

ჩვენც, ციხეში პოლიტიკოსები ამას ვადევნებთ თვალყურს და პასუხსაც არ ვცემთ, იმიტომ რომ ეს არ მიგვაჩნია ახლა სწორად და მთავარიც არ გვგონია.

 ყველას ვთხოვდი, რომ სხვის კრიტიკას, ჯობია ილაპარაკოს საკუთარ მოსაზრებებზე, იმაზე თავად რას აკეთებს და რას ფიქრობს რა უნდა გაკეთდეს. იქნებ ვეთანხმებით? და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, მივყვებით. ჩვენ არ ვართ მხედართმთავრები, ჩვენ ვართ მებრძოლები, ვისაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით რა უნდა გაკეთდეს. თუ ეს ჩვენი პრეტენზია ფუჭია, არავინ არ არის შეზღუდული იმაში, რომ სწორი რეცეპტები დადოს“- განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა. 

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა.

გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს. გვარამიას გარეთ ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

მსგავსი სიახლეები