"საქართველოში პოლიტპატიმარი 2012 წლიდან არ არის" - ლევან მაჭავარიანი

12.02.26 15:45
"საქართველოში პოლიტპატიმარი 2012 წლიდან არ არის" - ლევან მაჭავარიანი

"ქართული ოცნების" წევრის, ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, საქართველოში 2012 წლიდან პოლიტპატიმრები არ არიან. 

ლევან მაჭავარიანი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თქვა, რომ "ოცნების" ყოფილ, დაკავებულ მაღალჩინოსნებს პოლიტპატიმრებად განიხილავს. 

ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, როგორც სასამართლომ განაჩენი გამოიტანა, კონკრეტულ საქმეებზე. ნუ ახლა ნიკა გვარამიამ თუ... საქართველოში პოლიტპატიმარი 2012 წლიდან არ არის," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. 
 

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დღეს დატოვა. გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები