ლილუაშვილი და ღარიბაშვილი პოლიტპატიმრები არ არიან - თენგიზ შარმანაშვილი
"ქართული ოცნების წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ივანიშვილის გუნდის ყოფილი, დაკავებული მაღალჩინოსნები, სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტპატიმრები არ არიან.
თენგიზ შარმანაშვილმა კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას უპასუხა.
- ნიკა გვარამიას თქმით, ის "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტპატიმრებად განიხილავს.
რა თქმა უნდა, არა [არ არიან პოლიტპატიმრები გრიგოლ ლილუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი]. აქ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებზე არის საუბარი და არავითარ პოლიტიკურ მიდგომებზე," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
8-თვიანი პატიმრობის შემდეგ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დღეს დატოვა. გვარამია 2025 წლის 13 ივნისს წულუკიანის ე.წ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო დააკავეს.