ელჩი: გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა

12.02.26 17:00
ელჩი:  გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ამბობს, რომ გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება შეაჩერა მას შემდეგ, რას ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია.

ინტერვიუ ელჩთან bm.ge-ს გადაცემა „ანალიტიკამ" ჩაწერა. 

როგორც ელჩი ამბობს, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზღუდავს უცხოელების აქტიურობას საქართველოში, მომავალში გერმანიას საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას კიდევ უფრო მეტად გაურთულებს.
 

მსგავსი სიახლეები