"ოცნების" გადაწყვეტილება უნივერსიტეტებმა ტელეეთერით გაიგეს
"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტების ახალი, "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპით განაწილების შესახებ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბრიფინგიდან გაიგეს.
გივი მიქანაძის განმარტებით, "ქართული ოცნება" აღნიშნულ პრინციპზე მანამდეც საუბრობდა და შესაბამისი გადაწყვეტილება არავისთვის არ უნდა ყოფილიყო გასაკვირი.
დიახ, ამ უნივერსიტეტებმა გაიგეს ამ ბრიფინგიდან, თუმცა ამ უნივერსიტეტებთან კომუნიკაცია მანამდეც მიმდინარეობდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ყველას დაუბრუნდებოდა თავისი ის ტრადიციული მიმართულება, რომელიც მათთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და ის პრინციპი, რომელიც კონცეფციითაა დამტკიცებული ამას უზრუნველყოფს," - განაცხადა გივი მიქანაძემ.