თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით "ოცნება" დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა

12.02.26 20:22
თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით "ოცნება" დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა

ირანი ისლამური რევოლუციის წლის თავზე, თბილისის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით ოცნება უპრეცედენტო დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. ისრაელის საელჩომ ივანიშვილის გუნდი, ტერორისტულ რეჟიმად აღიარებული ხელისუფლების მხარდაჭერაში ამხილა. მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს რა გზავნილია ეს თბილისისგან? იკითხა ოფიციალურმა თელავივმა.

ათასობით მოკლული ირანის მოქალაქის ფონზე, თბილისში ისლამური რევოლუციის დღე აღნიშნეს და ანძა ირანის დროში ფერებში გაანათეს. "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი პასუხებისთვის კალაძესთან გვამისამართებს, ანძას მერია განკარგავს. 

ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავზე, თბილისში მხოლოდ ანძა არ განათებულა - ირანის საელჩომ ივანიშვილის სასტუმროში მასშტაბური ღონისძიება მიღება მოაწყო. სიტყვით სტუმართა შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყვნენ. 

ეს ყველაფერი არ არის, ბიძია ივანიშვილის სასტუმროს დაცვამ ირკვევა, რომ ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც საკუთარი პროტესტის გამოსახატად სასტუმრო პარაგრაფში მივიდა ჩაკეტა ანუ თავისუფლება უკანონო აღუკვეთა და საათების განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდა.  

"ოცნება" ახალ სკანდალში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით