ახალი შეზღუდვები ბიზნეს და ხალხს
პირველი აპრილიდან ვეღარ იყიდით და ჩამოიყვანთ ავტომობილს, რომელიც 6 წელზე დიდია. აკრძალვების ახალი სერია დაიწყო - ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობამ და საცობმა შეაწუხა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ძველი მანქანები უბრალოდ აღარ უნდა შემოვიდეს.
ავტომობილების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღეს და კანონი პარლამენტში ისე შეიტანეს, რომ ავტო იმპორტიორთა ასოციაციასთან შეხვედრაც კი არ ჰქონიათ. ბიზნესი შოკშია. ქვეყანაში ფასის გამო დიდია მოთხოვნა 6-ზე ძველ მანქანებზე, და ამ ბიზნესით ათობით კომპანია და ასობით თვითდასაქმებულია დაკავებული.
მთავრობის მიდგომა მარტივია - არ გაქვს ახალი მანქანის ფული და ვერ ივლი ავტომობილით. არადა ავტო იმპორტიორები ამბობენ, რომ 2020 წლამდე გამოშვებული მანქანები ბაზრის 58% იყო.
რა იქნება ახლა? მანქანები, რომლის შემოყვანაც შეიძლება ისიც გაძვირდება, გაიზრდება ძველი ავტომობილების ფასიც.
თუ უკვე გყავთ ძველი მანქანა, დაგრჩებათ, მაგრამ 2020 წლამდე გამოშვებული ავტომობილის ჩამოყვანას ვეღარ შეძლებთ.
კობახიძის გუნდის გარემოზე ზრუნვით ხსნის სურსათთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის გამოყენების აკრძალვას. ივნისიდან რესტორნებსა და კვების ობიექტებში აღარ გაიყიდება, წყალი, ლუდი და სხვა სახის სასმელი პლასთმასის ბოთლებში.