ვის ჩააბარა ეუთომ საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადება?

12.02.26 20:57
ვის ჩააბარა ეუთომ საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადება?

პატრიცია გჟებიკიას, პოლონელი ექსპერტს და საერთაშორისო სისხლის სამართალის სპეციალისტს ეუთომს საქართველოს შესახებ ანგარიშის მომზადება ჩააბრა. "პირველების" ინფორმაცით, საქართველოს შესახებ დასკვნაზე მუშაობა უკვე დაიწყო და მიდის კომუნიკაცია სისტემის მსხვერპლ ადამიანებთან. ქიმიური ნივთიერების გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალადობა და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, რეპრესიული კანონები - ყველა ეს საკითხის ეუთოს დასკვნაში მოხვდება. 

ის, რომ სპეცმექანიზმი საქართველოში ამოქმედდა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა 23-მა სახელმწიფომ მინიმუმ არასახარბიელოდ მიიჩნია. სწორედ ამ რაოდენობის ქვეყანა დათანხმდა ფაქტების შესწავლას დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ეუთოს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ეს ინსტრუმენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოუყენებიათ რუსეთში, თურქმენეთში, ბელორუსში, ჩეჩნეთში. ახლა საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა.

ამ ანგარიშს ეუთოს წევრი ქვეყნები გამოიყენებენ, როგორც ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ გაითვალისწინებს თუ არა მისიის რეკომენდაციებს ქართული ოცნება, მისთვის სასიკეთოდ მაინც არაფერი შეიცვლება.  პოლიტიკური გადაწყვეტილებების გარდა სპეცმექანიზმის დასკვნა აისახება სტრასბურგის გადაწყვეტილებებშიც თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შესაბამის საქმეებს განიხილავს.

სპეცმექანიზმი ოცნების წინააღმდეგ - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები