იუბილე ციხეში -მსოფლიო ბანი 71-ე დაბადების დღეს რუსთავის ციხეში ხვდება
მსოფლიო ბანი 71-ე დაბადების დღეს რუსთავის ციხეში ხვდება. 50 წლიანი თავბრუდამხვევი კარიერის ფინალი პაატა ბურჭულაძისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. პირველი აღიარება ჯერ კიდევ 1983 წელს მოიპოვა, როდესაც ქვეყნის დამსახურებული არტისტი გახდა, მას შემდეგ იყო მსოფლიო აღიარება და მსოფლიოს ყველა დიდი სცენაზე, რომელიც ბურჭულაძემ დაიპყრო. დღეს როდესაც წესით, დიდი საიუბილეო კონცერტი უნდა ჰქონოდა, ის ციხეშია, პოლიტპატიმრის სტატუსით - მიმოწერის გარეშე ოჯახთან.
დაბადების დღეს ის სასამართლო დარბაზში შეხვდა. პროცესზე, სადაც დიდი სახალხო კრების ორგანიზების გამო ასამართლებენ.
პოლიტიკოსებსა და კორუფციონერთა შორის მე ვარ ერთადერთი ხელოვანი და ყველაზე მძიმე ბრალი მაქვს - მოკლე განცხადების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ პროცესი ისევ პროტესტის ნიშნად დატოვა. მილოცვებს მსოფლიო ბანი დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიიღებს.
მომღერალს მთელი საოპერო სამყარო ულოცავს. ხელოვანების გზავნილი საერთოა - მსოფლიო ბანის ადგილი სცენაზეა და არა ციხეში.
იუბილე ციხეში - ხატია სამხარაძე დეტალებით
შენიშვნა: ფოტო სასამართლოდან სოციალურ ქსელში გავრცელდა