ხატია დეკანოიძე გამოსავალს საერთო კოორდინირებულ ერთობაში ხედავს
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოსავალს საერთო კოორდინირებული ერთობაში ხედავს. როგორც ის ამბობს, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, კოორდინირებული ერთობა შედგეს და გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს ხმათა უმრავლესობით, დისციპლინით.
მუშაობა არ წყდება არცერთი წუთი, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი აუცილებლად იქნება ,- განაცხადა მან.
მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი და ბევრი მეგობარი ამ პროცესში ჩართულები ვართ, ვაკეთებთ ყველაფერს, პირველი უნდა იყოს საერთო კორდინირებული ერთობა და მათ შორის ყველა გადაწყვეტილება პროდასავლურ ოპოზიციაში უნდა მიიღებოდეს ხმათა უმრავლესობით, დისციპლინით და ნებისმიეირ გადაწყვეტილება - იქნება ეს ე.წ. დებატებზე დაჯდომა, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი, რადგან ისინი სულ გვეუბნებიან, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოპოზიცია, ვინც აქამდე მოიყვანა ნამდვილად დემოკრატია, რომელიც ახლა სულს ღაფავს, ეს იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული ოპოზიცია. ამისთვის ყველაფერი კეთდება. მუშაობა არ წყდება არცერთი წუთი, მათ შორის როგორც პოლიტიკურ პარტიებში, ასევე ჩართულები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი აუცილებლად იქნება, - ამბობს დეკანოიძე.
ენმ-ის ერთ -ერთმა ლიდერმა “ოცნების“ მიერ შეთავაზებულ დებატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არ არის დებატი და ეს არის „ოცნების“ დღის წესრიგი.
უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოორდინირებულად, შეთანხმებით, ხმათა უმრავლესობით და ქართველი ხალხის ზურგგამაგრებული უნდა მიდიდოდეს ნებისმიერი ადამიანი. ვინც აქ მივა და რამეზე ილაპარაკებს, ის არ წარმოადგენს მხოლოდ საკუთარ თავს. მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზანს, გარდა იმის, რომ „ოცნებას“ შეუვსო ის ვაკუუმი იზოლაციის, რომელიც ახლა აქვს. თუმცა, არ ვაპირებ, რომ გავაკრიტიკო ის ადამიანი, ვინც იქ მივა, - დასძინა მან.