ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან - არქიმანდრიტი ილია თოლორაია

12.02.26 21:40
ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან - არქიმანდრიტი ილია თოლორაია

"ჩემი თანადგომა ილიას უნივერსიტეტს"- ამის შესახებ არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში წერს. 

ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან - წერს სასულიერო პირი. 

ოცდაოთხი წლის ილია ჭავჭავაძე საკუთარ თავს ეკითხებოდა: "რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?" ერის გამოღვიძება ილიამ საკუთარი თავის გამოღვიძებით დაიწყო. ის გრძნობდა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას ერის წინაშე.

ილიამ დააარსა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". ილია იბრძოდა ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობისთვის. ასეთი იყო დიდი ილია.

დიდი მღვდელმთავრის კირიონის ხელშეწყობით კი 300-ზე მეტმა ახალგაზრდა ქართველმა მიიღო განათლება სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

დღეს დიდი ილიას, დიდი კირიონის გზას ებრძვიან. ხელისუფლება ებრძვის პირდაპირი ქმედებით, ეკლესიაში კი — მოსაყდრე შიო და ჯაღმაიძის მსგავსები დუმილით.

ამოიღეთ ხმა! განათლებას და მომავალს ებრძვიან. ქრისტემ მოციქულებს ქადაგება, სიმართლის თქმა დაავალა - დუმილი კი არა" - წერს არქიმანდრიტი ილია თოლორაია სოციალურ ქსელში.