ნიკა გვარამია პირველად პასუხობს კითხვას, სად გაქრა გილაური?
ნიკა გვარამია პირველად პასუხობს კითხვას, სად გაქრა გილაური. როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ამაზე პასუხი არ აქვს, რადგან ის ციხეში იმყოფებოდა და არავინ შეხმიანებია.
გვარამიას თქმით, გილაური როგორც მმართველი და ფიგურა მოსწონს და არც ადრე და არც ახლა მის ივანიშვილთან კავშირში ეჭვი არ შეუტანია.
არ ვიცი, სად გაქრა გილაური, არ მაქვს პასუხი, მე ციხეში ვიყავი, დღეს გამოვედი. არ შემხმიანებია. თუმცა, სჯობდა შემხმიანებოდა, ციხეში მყოფს. გილაურთან დაკავშირებით სიტუაცია იყო ნათელი, როგორც ფიგურა და მმართველი, მომსონს, მისი მთავრობის წევრი ვყოფილვარ, მე არც ახლა შემიტანია და არც მაშინ მის ივანიშვილთან შეკრულობაში, პირდაპირ ვამბობ, მის ძმასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს და არ მაინტერესებს, მე მასთან არ მიურთიერთია, ძმების და მამების მიხედვით, ადამიანებთან არ ვამყარებ მე ურთიერთობას, კარგად არ ვიცნობ ირაკლი გილაურს, სულ ორჯერ მყავს ნანახი, თუმცა, თუ შეკითხვები ისმება, მოდის ვიმსჯელოთ, ნიკა გილაურის ერთი ადამიანი მაინც იჯდა სიაში, რომ ივანიშვილისკენ წასულიყო? ამის გადამოწმება მარტივია, ნახოს ყველამ სია. იქ ერთ ადამიანსაც ვერ ნახავს არა მარტო გილაურის, არამედ ფულის გამო ჩასმულს, - ამბობს გვარამია.