ჯანგველაძის მკვლელობა, 4 ოქტომბერი, “ქურდები” და კალაძის “დალაგებული საქმე” - გვარამიას ანალიზი

12.02.26 23:41
ჯანგველაძის მკვლელობა, 4 ოქტომბერი, “ქურდები” და კალაძის “დალაგებული საქმე” - გვარამიას ანალიზი

კოალიცია „ცვლილებებისთვი“ ლიდერი, ნიკა გვარამია 4 ოქტომბრის საქმესა და ჯანგველაძის მკვლელობის გახსნაზე პარალელს ავლებს და ამბობს, რომ 4 ოქტომბერი კალაძემ კრიმინალურ სამყაროსთან, სწორედ ამ საქმეზე სამართლიანი განაჩენის საფუძველზე “დაალაგა“.

გვარამიას თქმით, სწორედ კალაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც მერობის კანდიდატობის სანაცვლოდ ჯანგველაძის ოჯახთან ისაუბრა და ისეთი ადამიანიც კი მისცეს პასუხისგებაში, როგორიც იყო ოთარ ფარცხალაძე.

გვარამია დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს ხაფანგი დაუგეს და ის, რომ რაც დაგეგმილი იყო 4 ოქტომბერს არ მოხდა, კარგად ჩანს, ამ დღემდე მიმდინარე მოვლენებით და შემდეგ მომხდარი პროცესებითაც.

კალაძე რატომ იბრძვის, რომ ქვეყნიდან გააღწიოს, კალაძე გარანტირებულად ციხეში მოხვდება, ძალიან მალე, თუ არ დალაგდა და ქვეყნიდან არ წავიდა.  ის ცდილობს, ამაში ფულს იხდის, ამას ალაგებს, როგორც შეუძლია, ყველანაირად, მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეში მისი ჩართულობაც თვალნათელი იყო, მერობის კანდიდატობაც იმიტომ იყო, რომ უბრალოდ სხვა კანდიდატი, ვინც ქოცებს უნდოდათ, ვერ გაიმარჯვებდა, ვგულისხმობ ბატონ ტყელამაძეს და მაშინვე მოაყოლეს საკანონმდებლო ცვლილებაც, რომლის თანახმად, თუ გადადგებოდა მერი, 3 წელი იქნებოდა ვიღაც, რომელიც არ არჩეულა.  

4 ოქტომბერის ორგანიზატორები, ვინც ახლა ციხეში ზის, რაღაც ხაფანგი დაუგეს და ამაში მოექცნენ ისინი. რაღაც ისეთი დაიჯერეს, რისი დაჯერებაც არ შეიძლებოდა. აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება მათ გულწრფელობაში და არც მოღალატედ მივიჩნევ და არც ა.შ. რაღაც მოხდა, რაზედაც მოტყუვდნენ, ფაქტია. კალაძე ხომ ვიცით, ვისთან ულაგებს ბიძინას საქმეებს- 7 სულთან ერთად რომ იჯდა, ისეთებთან. ძალიან მარტივადაა,  ჯანგველაძის საქმე არსებობდა, რომელიც არ დალაგდა მანამ, ვიდრე 4 ოქტომბრის ამბავი არ ჩავარდა, ამის შემდეგ ეს ამბავი დალაგდა, სამართლიანობამ იზეიმა. ისიც კი მისცეს პასუხისგებაში, ვინც ვერავის წარმოედგინა, ფარცხალაძე, მართალია, მას არავინ დაიჭერს, თუ დაიჭერენ ვერავინ შეამოწმებს ციხეში იჯდება თუ ქალაქგარეთ, მაგრამ რეალურად ეს მოხდა. კალაძემ დაალაგა იმათთან, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ეჭვი არ მეპარება ამაში, არ მინდა უბრალოდ ვიმკითხაო, ჯანგველაძის ოჯახი ვახსენე უკვე, - ამბობს გვარამია.

ჟურნალისტის კითხვაზე, 4 ოქტომბერი ამ ორგანიზატორებთან რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო, გვარამია პასუხობს: 

მე რასაც ვკითხულობდი, იკითხებოდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული, მათ შორის ქუჩის ამბავიც, ხალხი არც მალავდა ამას, წერდა.

ინგა გრიგოლია: პაატა ბურჭულაძემ ჩემთან ეთერშიც ახსენა, რომ ონიანთან ვიყავი ქორწილშიო, მე მას ვკითხე კიდევაც და მითხრა, რომ უშბა ონიანია ჩემი ნათლულიო. ანუ ამას გულისხმობ? 

ნიკა გვარამია: ის რომ კალაძე იტალიაში იყო ჩასული და ამ თემებს ალაგებდა, ეს მთელმა ქალაქმა იცის. მე გავიგე ციხეში და თქვენც გაიგებდით აქ. კალაძე როდის დააყენეს კანდიდატად არ გახსოვთ? რამდენი კვირით გადადეს მისი დაყენება. მიმდინარეობდა ეს პროცესი და რომ გადაწყდა, რომ დალაგდა, დააყენეს კანდიდატად კალაძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რში იყო ქურდული სამყარო ჩართული და რაში გადააგდეს 4 ოქტომბრის ორგანიზატორები, გვარამია შემდეგნაირად პასუხობს:

მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არ უნდა ელაპარაკო არავის ქვეყნის გადასარჩენად, პირდაპირ გეტყვით, “ოცნების“ წინააღმდეგ, ქვეყნის გადასარჩენად, მეც ვიფიქრებდი იმაზე, დაველაპარაკო თუ არა ვინმეს, ყველაზე ვიფიქრებ, რუსების გარდა, დაანრჩენი, ქვეყნის გადარჩენას თუ მომიტანს, მეც ვიფიქრებ ამაზე.... ის, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გავლენა კონკრეტული, ამ ქვეყანაში ვიცით, რომ აქვთ, რეჟიმზე, რომელიც შეზრდილია კრიმინალთან და ქურდულკ სამყაროსთან და ბუნებრვია, რომ შიფა გავლენები ამ ადამიანებს აქვთ. ის, რომ რაღაც ფორმით დალაპარაკება მოლოდინებს წარმოშობდა, იგივე იმ ადამიანებში, ვისაც ვხედავდით, თვალს რომ გვიკრავდნენ, რაღაც მოხდებაო, საიდანღაც ხომ მოდიოდა? იქ ადამიანები ხომ იმიტომ მივიდნენ, რომ 2 თვის განმავლობაში ვისმენდით, რაღაც უნდა მომხდარიყო, “რა გენაღვლებათ, მოდით და ნახავთ“. ე.ი. ვიღაც იყო ისეთი, რომელიც ამაზე მოლოდინს აღძრავდა, შეიძლებოდა ყოფილიყო 2 მიმართულება - ან ყოფილი თანამდებობის პირი „ქოცების“, ან კიდევ ვის ექნებოდა “ქოცებზე“ გავლენა, გაგდებული თანამდებობის პირების გარდა, მაღალი რანგის კიმინალიტეტს, რომელიც ნაწყენია „ქოცებზე“. წინ და უკან მიმოსვლებში კი, ასეთ ვითარებაში რომ კალაძეა, ეს ხომ იცით თქვენც? არ გაგვივგია, რომ კალაძე ამ სამყაროსთან ურთიერთობებს ულაგებს “ოცნებას“, კობახიძე ხომ არ იქნება აბა, მას არცერთ ფლანგზე არავინ ელაპრაკება, მას ივანიშვილის გარდა, მგონი პაპუაშვილსი არ დაელაპარაკება.

ჟუ8რნალისტის კითხვაზე, გამოდის, რომ მოატყუეს ორგანიზატორები, ქურდები იყვნენ ჩართულები და ეს დაალაგა კალაძემ, რის გამოც კანდიდატად დააყენეს, გვარამია ამბობს:  

თვალნათელია, რომ ორგანიზატორები ვიღაცამ მოატყუა, ვისი არ ითქმის სახელი, იმიტომ რომ ისინი ამაზე თავადა არ ლაპრაკობენ, მაგრამ ის, რომ ამაში შეიძლება ჩართული ყოფილიყო ასეთი ტიპის მოლაპარაკებები, ამაში არც ვძრახავ ამათ და არც ვთვლი, რომ რაიმე ტიპის საიდუმლოებებს ვხსნი. შეხედეთ სრულ სურათს- რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე, რა არ მოხდა 4 ოქტომბერს და რა ხდებოდა შემდეგ. 4 ოქტომრამდე ხდებოდა დიდი კრიმინალური უკმაყოფილება იმ საქმეზე, რომელზეც პროკურატურა შავით თეთრზე ამბობდა, რომ კაცი პირდაპირი მნიშვნელობით, კაცი დაკვეთით მოკლა კილერმა ქალაქში და ამბობდნენ, რომ კილერი არსებობდა და დამკვეთი არა. ის რომ რაღაც მოხდა 4 ოქტომბერს ისეთი, რასაც არავინ ელოდა, უფრო სწორედ ორგანიზატორები, ან ელოდნენ და არ მოხდა, ეს ხომ ფაქტია. კალაძის ისტორია, ჩემი ინფორმაციით, არის ეს, მაგრამ ეს ერთი სტადია იყო, რომელიც მან გადალახა, სხვა სტადიები დადგა, რომელსაც ვერ გადალახავს, - დასძინა მან.