BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა
BBC-მ „ქართული ოცნების“ სარჩელს პასუხი გასცა - ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ "ტვ პირველს" დაუდასტურა.
დამკვიდრებული საჩივრების პროცესის შესაბამისად, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ვუპასუხეთ მომჩივანს მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ჩვენ მხარს ვუჭერთ BBC Eye-ის დოკუმენტურ ფილმში „როდესაც წყალი იწვის: ბრძოლა საქართველოსთვის“ გამოქვეყნებულ ჟურნალისტიკას და ჩვენს დამოუკიდებელ, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მთავრობის რეაქციას თბილისელ პროტესტებზე.“- მიწერა BBC-იმ "ტვ პირველს".
BBC-გან პასუხის მიღება ცოტა ხნის წინ მედიასთან შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო მიმართა.
გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.