პაპუაშვილი ევროკავშირს აკრიტიკებს და ბრიუსელისგან "მადლობას" ითხოვს
სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდოარე ისევ ევროკავშირს აკრიტიკებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის მიმართ საქართველოს ვალდებულებები არ გააჩნია და თუკი კეთილი ნებით რაიმეს აკეთებენ, ამისთვის ბრიუსელმა "მადლობა" უნდა გადაიხადოს.
ევროკავშირის ელჩის ინტერესები, რომელიც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია და ჩვენ ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამიტომაც ამაზე გამოთქვა საკუთარი, საკმაოდ ღია პოზიცია, რომ ჩვენ გაოცებული ვართ თუ რატომ აღმოჩნდა ამ პროექტში და დასახელებაში ყულევის პორტი.
საქართველო პირნათლად ასრულებს კეთილი ნებით, საკუთარი ინიციატივით იკისრა ვალდებულება, რომ არ გამოაყანებინოს საქართველო სანქიების გვერდის ასავლელად. არანაირი ვალდებულება ჩვენ ევროკავშირთან არ გვაქვს საერთოდ, ეს არის ჩვენი კეთილი ნება. მადლობა გადაგვიხადონ, - თქვა დღეს პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ბოჭორიშვილის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე გრანტების შესახებ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს.