რის გამო ვერ ამცირებს ფასებს ბიზნესი - რა თქვეს მწარმოებლებმა ფასების კომისიის სხდომაზე
ქართული წარმოების წვენები ქსელურ მარკეტებში 185%-ით გაზრდილი ფასით იყიდება. დღეს წვენის მწარმოებელი ბიზნესი ამტკიცებდა, რომ ფასის მატებაზე მთავარი პასუხისმგებელი მარკეტები არიან - თუ წვენს ისინი 2 ლარად შეიტანე , ამ ფასს მაღაზიები 3 ლარსა და 70 თეთრს დაამატებენ გადასახადების სახით, რასაც მოგების თანხაც ემატება და დახლებზე ქართული პროდუქცია უკვე მაღალ ფასად ჩნდება.
როგორ ანაცვლებს ქართულ პროდუქციას იმპორტირებული? ამის მაგალითებზე კაკლის და თხილის და ჩირის მწარმოებლებმა ისაუბრეს. მარკეტების მთავარი გათვლა მაღალი მოგებაა - ურჩევნიათ, იმპორტირებული ჩინური თხილი ქართულს. იმპორტი დასარეგულირებელია, ბაზარი გასაკონტროლებელი - მიიღეთ რეგულაცია, რომელიც მაღაზიებს ქართული პროდუქტების შეტანის ვალდებულებას გაუჩენს - ეს გზავნილები საპარლამენტო ფასების კომისიაზე ისმოდა.
პრობლემა არის დღგ-ს გადასახადი, კომუნალურის საფასური და მაღაზიების განზრახვა, რომ თავად აწარმოონ პროდუქცია, რაც ბიზნესს კონკურენტულ გარემოში არ აყენებს. ქართველი ბიზნესმენები არაკონკურენტული გარემოს, ბაზრის თამაშის პრინციპების არ არსებობის გამო იძულებულები არიან ექსპორტზე იმუშაონ.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.